პლატფორმა: Windows
ბმული: DEMO ვერსიის ჩამოტვირთვა (უფასოდ გამოყენება 30 დღის განმავლობაში)
ბმული: DEMO ვერსიის ჩამოტვირთვა MSI პაკეტის სახით (კომპანიის ქსელებში დასანერგად)
ფასი: 39,99 €
Mac, iPhone, iPad
რესტორნის, კაფის ან ბარის ავტომატიზაცია
პროგრამა „რესტორნის მართვა“ საშუალებას გაძლევთ, თქვენი დაწესებულების ყველა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია მოახდინოთ. პროგრამა განკუთვნილია როგორც პატარა კაფესთვის, ისე დიდი რესტორნისთვის. სისტემა მარტივი და მოსახერხებელია, აქვს ნათელი და ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც თქვენი დაწესებულების მუშაობას დააჩქარებს.
შეკვეთების დამუშავება
პროგრამას აქვს შეკვეთების შექმნისა და მართვის მოსახერხებელი და ფუნქციური შესაძლებლობები.
სისტემაში შესაძლებელია მენიუს დაყენება კატეგორიებითა და ფასებით. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი ფასები, რომლებიც შეკვეთისას ავტომატურად შეივსება. პროგრამაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ფასდაკლება და ფასი კვირის დღისა და დღის მონაკვეთის მიხედვით.
გარდა ამისა, არსებობს სამზარეულოში კერძების ასორტიმენტის აღრიცხვის ფუნქცია. ასე რომ, ხელმისაწვდომი კერძის რაოდენობის მითითებისას პროგრამა თითოეული შეკვეთისთვის გამოთვლის დარჩენილ რაოდენობას. ამრიგად, საჭირო კერძის არარსებობის შემთხვევაში სისტემა არ მოგცემთ მისი შეკვეთაში დამატების საშუალებას.
შეკვეთებს აქვს სტატუსები და თითოეულ სტატუსს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ფერი. შესაძლო სტატუსებსა და ფერებს მომხმარებლები პროგრამის პარამეტრებში აყენებენ. შეკვეთის თითოეულ პოზიციას აქვს შენიშვნების ველი სამზარეულოსთვის.
აღსანიშნავია, რომ შეკვეთის გაყოფის მოსახერხებელი ფუნქციის დახმარებით თითოეული შეკვეთა შეიძლება გაიყოს სტუმრების საჭირო რაოდენობაზე ცალ-ცალკე გადახდისთვის.
შეკვეთის მიღებას და მის სამზარეულოში / ბარში გადაცემას დიდი დრო არ სჭირდება. შეკვეთის სამზარეულოში / ბარში გადასაცემად თითოეული შეკვეთა შეიძლება დაიბეჭდოს.
მაგიდების დაჯავშნა
დაჯავშნის სისტემა ორგანულად არის ინტეგრირებული პროგრამაში. მაგიდების დაჯავშნის გრაფიკული ჩვენება შესაძლებელია როგორც დროის ხაზის, ისე ცხრილის სახით. ამასთან, ჩვენების რეჟიმის დაყენება მომხმარებლებსაც შეუძლიათ.
პროგრამა აღრიცხავს სტუმრებს მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შესაძლებლობით, რაც მაგიდის დაჯავშნის პროცესს აჩქარებს.
დეტალური სტატისტიკა
პროგრამა ანგარიშგების შექმნის საშუალებას იძლევა. სისტემაში ხელმისაწვდომია დეტალური სტატისტიკა მთლიანი ფულადი ნაკადის, გაყიდული კერძების, განხორციელებული ჯავშნების რაოდენობის, სტუმრების რაოდენობის, ოფიციანტების რაოდენობისა და სხვა კატეგორიების შესახებ. მაჩვენებლები და ანგარიშგება ხელმისაწვდომია ცხრილების, გრაფიკებისა და დიაგრამების სახით საჭირო პერიოდისთვის.
ინვოისებისა და ქვითრების ბეჭდვა
„რესტორნის მართვა“ მხარს უჭერს პრინტერებს შეკვეთის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე ინვოისებისა და ქვითრების მყისიერი ბეჭდვისთვის.




